Tuesday

6. Somewhere

 ფილმი ჰოლივუდელ ცუდ ბიჭზე, სოფია კოპოლას დამახასიათებელ სტილში. "თარგმანში დაკარგულნი", ოღონდ ტოკიოს ეგზოტიკის გარეშე და ხაზგასმული მინიმალიზმით. 

      რა ასწორებს?

  • მინიმალიზმი – დაწყებული პირველი კადრიდან, ფილმის ბოლომდე. 
  • სტივენ დორფი რომლის პერსონაჟიც ახალგაზრდა ბილ მიურეია თარგმანში დაკარგულებიდან. 
  • ტყუპები ფლეიბოიდან "ბოძზე ცეკვის" (pole dancing) ორი სრული ნომრით. 
  • შავი ფერარი 360 მოდენა და მისი ძრავის გრიალი. 
  • საუნდტრეკი, განსაკუთრებით Strokes-ის I'll try anything once. 
  • საგრიმიოროს სცენა – დამაბერებელი ნიღბის გაკეთება, რაც დარბაზში გულუბრყვილო მაყურებლისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 
  • ნიჭიერი Elle Fanning
  • ოპერატორული ნამუშევარი. 
  • აუზის სცენა
  • იტალიელები. 

      რა ტეხავს?
  • იგივე მინიმალიზმი, რომელიც მომენტებში საკმაოდ მომაბეზრებელი ხდება. 
  • მონოტონურობა.
  • კრის პონტიუსი Jackass-იდან რომლის კეთილი ბიძია პედოფილის ასოციაციების გიჩენს. 
  • საკმაოდ გაცვეთილი თემა. 
რეალურად ფილმს სიუჟეტური ხაზი არც აქვს. მაყურებელზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა გადმოცემის სტილს, და თუ როგორ აღიქვამს კოპოლას იდეებს. 
ვენეციის კინოფესტივალის ჟიურიმ ტარანტინოს მეთაურობით ამ კინოს მთავარი პრიზი გადასცა. მე ვენდობი ტარანტინოს (მიუხედავად იმისა, რომ სოფია კვენტინის ექს–გერლფრენდია).  

ტრეილერი (რომელიც შეიძლება უფრო მაგარიც იყოს ვიდრე მთლიანი ფილმი) 


6 comments:

  1. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კინოთეატრ ამირანის დარბაზში მყოფმა ბიჭმა მოახდინა.. მაშინ როდესაც მთავარი გმირი ცდილობდა გოგოსთვის ფეხებშუა ეკოცნა.. წამოხტა და განწირული ხმით ყვირილი დაიწყო - ე ბიჭო არ ქნა ბიჭო გრეხია ბიჭოოო!!!! - მოკლედ ნამდვილი სასწაული იყო.. გვერდით მჯდომი გოგო კი აწყნარებდა - გაჩერდი ზუკა დამშვიდდი ზუკა : ) ეჰ შემეცოდა ეგ გოგო.. მას ხომ არავინ არასოდეს აკოცებს ფეხებშუა..

    ReplyDelete
  2. ra ponchi laparakobt chemze aq zmebo! boshyo magari qliavoba kinoa da qartlis dedas fexebshua veravin akocebt gaige bitsho!

    Zuka var

    ReplyDelete
  3. მერე რა ქნა მთავარმა გმირმა, ყურად იღო ზუკას რჩევა? თუმცა ალბათ მაინც არა.. როგორ გაიგებდა ამის ძახილს? ეს ხომ აბსურდია?!
    საკითხავია, ზუკა რატომ ეძახდა მაგას? ალბათ, მთავარი გმირი რომ შემოტრიალებულიყო და კარგი ზუკაო,ეთქვა, არც გაუკვირდებოდა

    ReplyDelete
  4. ჩემი აზრით ზუკა კონკრეტულად ამ გმირს არ ეძახდა.. ზუკას სიმწრისგან თვალებში დაუბნელდა.. მუხლები აუკანკალდა.. შუბლზე ძარღვები დაეჭიმა.. ხელის გულები გაუოფლიანდა და ის ზოგადად მამაკაცური ღირსების დაცვისათვის აყვირდა.. სხვათაშორის მინდა გითხრათ რომ მისმა ასეთმა გულწრფელობამ გაჭრა და მთავარ გმირს უმალ ჩაეძინა..

    ReplyDelete
  5. Ertxel sakureblad kargi kinoa mara ragac dzaan gacvetili istoriaa martlac da dzalian gacelili siujeti. operatoris namushevari ar sheidzleba ar aginishnos mara ai zogi umnishvnelo scena 10 cuti ro grdzeldeba cota mosabezrebeli iko chemtvis .. :D Elle Fanning ra sayvareliaa! :)
    P.

    ReplyDelete
  6. ლადო, ჩემი სირცხვილი, რომ შვიდეულიდან მარტო ორ ფილმს ვიცნობ, Inception-ს and Somewhere-ს (და თან ორივე შენთან ერთად მაქვს ნანახი კინო-თეატრში). მაგრამ მთავარი ეს არ არის.
    მთავარი ის არის, რომ მოხიბლული ვარ შენი დაკვირვებულობით, მახვილოგონივრულობით და კონცეფტუალურობით. topless რომ ქვია ბლოგს, უკვე თავისთავად შესანიშნავი რამაა. კიდევ ძალიან კარგია, რომ რაც ''ასწორებს'' Somewhere-ში, ის ''ტეხავს''.
    მოკლედ, ასწორებს აქაურობა! ასეთ მხიარულ შრომაში ფულს იხდიან და ვეჭვობ, სიამოვნებით გადაიხდიდნენ. : )
    ახალი წლის მერე, ვეცდები გამოვჩხრიკო რამე, რაც აქ ტეხავს, და ჩემ ბლოგზე მოგიძღვნა პოსტი, ''რა ასწორებს და რა ტეხავს topless-ის ბლოგზე''. : ))

    ანა

    ReplyDelete