Saturday

7 ფილმი + 7 ბენდი = 7 კარგი საუნდტრეკი

















ენიო მორიკონე ( 'The Good, The Bad, and the Ugly'; 'Once Upon a Time in America'; 'The Legend of 1900'), თომას ნიუმენი ( 'American Beauty'; 'Scent of a Woman'; 'The Shawshank Redemption' ), ჰანს ციმერი ( 'The Lion King'; 'Gladiator'; 'Inception' ), ჯონ უილიამსი ( 'Schindler's List'; 'Home Alone'; 'Star Wars' ),  მაიკლ ჯაკინო ( 'Lost'; 'Star Trek'; 'Ratatouille' )  – ეს ბიძიები თავიანთი საქმის ოსტატები არიან, მაგრამ ჩემს სიაში მათი ადგილი არ არის.

შვიდეულში მოსახვედრად საჭირო იყო შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

  • მუსიკის ავტორი არ არის პროფესიონალი კომპოზიტორი. 
  • ფილმის სრული საუნდტრეკი შექმნილია მხოლოდ ერთი მუსიკალური ჯგუფის ან შემსრულებლის მიერ.

სიაში ამის გამო ვერ მოხვდა ზემოთ ნახსენები თუ ბევრი სხვა პატივცემული კომპოზიტორი. 

ასევე დაწუნებულ იქნა სხვადასხვა შემსრულებლებისგან შემდგარი საუნდტრეკები. 

რაც შეეხება ჯგუფ მგზავრებს და მუსიკას ქართული ფილმისთვის "ოცნების ქალაქი", როგორც ჩანს, ისინი მართლაც უსამართლოდ არიან დაჩაგრულნი სიის შემქმნელების მიერ. 

გაეცანით შესანიშნავს შვიდეულს და გამოხატეთ თქვენი (უ)კმაყოფილება კომენტარებში. 


Sunday

თებერვლის შვიდეული

სულიერები

უსულოები










    
     ერთ მხარეს არიან: ქალი, კაცი, ბავშვი, კატა, ძაღლი, ყველა ძუძუმწოვარი, მწერი და ცოცხალი არსება.
     მეორე მხარეს: კომპიუტერი, მანქანა, რობოტი, მეტრონომი, მუამარ კადაფი, და ყველა სხვა ხელოვნურად შექმნილი მექანიზმი. 

მათი საუკუნოვანი მტრობა ცნობილია როგორც "კაცობრიობა მანქანების წინააღმდეგ". თუმცა, ვფიქრობ, პირველი ჯგუფის წევრების გაერთიანება სახელწოდება კაცობრიობის ქვეშ, დიდი უსამართლობაა სხვა დამსახურებული ცხოველების მიმართ.
თებერვალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამხელა როლის თამაში შეუძლიათ ფაუნის წარმომადგენლებს ამ ეპიკურ დაპირისპირებაში. 

Saturday

ოსკარები 2011: 100%-ით ზუსტი პროგნოზები და ფსონები


  
      თქვენს წინაშეა ბლოგ–პოსტი, რომელშიც მეათე სიტყვა იქნება ბრჭყალებში ჩასმული "ოსკარი", დიდი ადგილი დაეთმობა წინასწარმეტყველებას, კინომცოდნეობის იმიტირებას და ასოებს. ამ ტექსტს ეყოლება დაახლოებით 50 მკითხველი (რომელთა 60% Google Chrome-ით სარგებლობს), თუმცა აქედან მხოლოდ 10 თუ დატოვებს კომენტარს. ერთი-ორი იმდენად მომენდობა, რომ შესაძლოა მომგებიანი ბილეთის შედგენაც არ დაეზაროს. შემდეგ მე ამ ადამიანს აღებული ფულის გაყოფას ვთხოვ, ის უარს მეტყვის და მე მეწყინება. თუმცა ეს სხვა პოსტის თემაა.

     მოკლედ, თუ აქამდე ვერ მიხვდით, ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზები შეეხება მეათე სიტყვას. თქვენ ისღა დაგრჩენიათ დამიჯეროთ, ან შესამოწმებლად 28 თებერვლის დილას – ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალს დაელოდოთ.

     ჰო, ცხადია ამ პროგნოზების გაცნობის შემდეგ თქვენთვის თავად ცერემონიალი ყოველგვარ ინტრიგას დაკარგავს, ასე რომ კარგად დაფიქრდით სანამ კითხვას გააგრძელებდით.


Sunday

იანვრის შვიდეული

იანვარი

  ალბათ 
  ყველა მოუთმენლად ელით გაიგოთ თუ რა მოხდა ამ თვეში საინტერესო ჩვენს მარად ცვალებად და გლობალიზებულ სამყაროში. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამყარო დიდად არც შეცვლილა (ერთ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით*). კი, ინტერნეტი კარგი გამოიგონეს, მაგრამ მასში უფრო მეტი ნაგავია, ვიდრე ჩემს recycle bin-ში. ამიტომაც, სამწუხაროდ ხშირად თქვენ  ჩამორჩებით მოვლენების განვითარებას ვებ სივრცეში. ისევ ვხუმრობ, ამაში სამწუხარო არაფერია.
  თუმცა
  ამიერიდან თქვენ  ეს საიტი გაქვთ (რომელიც სინამდვილეში საიტი არცაა). ე.ი. შეგიძლიათ თვის ბოლომდე ინტერნეტში აღარც შეხვიდეთ ხოლმე. არა, მართლა, რაღა დაგრჩენიათ? აი იანვარიც მთავრდება და მე მოგიყვებით თუ რამე მოხდა საინტერესო. თებერვალშიც ასე იქნება, აპრილშიც...
  მოკლედ
  წარმოგიდგენთ იანვრის თვის 7 გამორჩეულ ისტორიას. საინტერესო არაფერია, მაგრამ მაინც წაიკითხეთ. იმიტომ რომ კითხვა ყველამ იცით. არ ვხუმრობ. (თუ კი?)

  1. ციდან ჩამოცვენილი მკვდარი ფრინველების მისტიური ამბავი. 
  2. ასტროლოგიური გაუგებრობა. ზოდიაქოს 13-ე ნიშანი?
  3. ოსკარების რბოლა.
  4. ფრანგების სენსაციური გამოგონება. 3D თვალები? 
  5. მამონტების მკვდრეთით აღდგენა. 
  6. ცრუ განგაში Facebook-ზე.
  7. საპროტესტო აქციები ეგვიპტეში.