Sunday

იანვრის შვიდეული

იანვარი

  ალბათ 
  ყველა მოუთმენლად ელით გაიგოთ თუ რა მოხდა ამ თვეში საინტერესო ჩვენს მარად ცვალებად და გლობალიზებულ სამყაროში. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამყარო დიდად არც შეცვლილა (ერთ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით*). კი, ინტერნეტი კარგი გამოიგონეს, მაგრამ მასში უფრო მეტი ნაგავია, ვიდრე ჩემს recycle bin-ში. ამიტომაც, სამწუხაროდ ხშირად თქვენ  ჩამორჩებით მოვლენების განვითარებას ვებ სივრცეში. ისევ ვხუმრობ, ამაში სამწუხარო არაფერია.
  თუმცა
  ამიერიდან თქვენ  ეს საიტი გაქვთ (რომელიც სინამდვილეში საიტი არცაა). ე.ი. შეგიძლიათ თვის ბოლომდე ინტერნეტში აღარც შეხვიდეთ ხოლმე. არა, მართლა, რაღა დაგრჩენიათ? აი იანვარიც მთავრდება და მე მოგიყვებით თუ რამე მოხდა საინტერესო. თებერვალშიც ასე იქნება, აპრილშიც...
  მოკლედ
  წარმოგიდგენთ იანვრის თვის 7 გამორჩეულ ისტორიას. საინტერესო არაფერია, მაგრამ მაინც წაიკითხეთ. იმიტომ რომ კითხვა ყველამ იცით. არ ვხუმრობ. (თუ კი?)

  1. ციდან ჩამოცვენილი მკვდარი ფრინველების მისტიური ამბავი. 
  2. ასტროლოგიური გაუგებრობა. ზოდიაქოს 13-ე ნიშანი?
  3. ოსკარების რბოლა.
  4. ფრანგების სენსაციური გამოგონება. 3D თვალები? 
  5. მამონტების მკვდრეთით აღდგენა. 
  6. ცრუ განგაში Facebook-ზე.
  7. საპროტესტო აქციები ეგვიპტეში.


1. ციდან ჩამოცვენილი მკვდარი ფრინველების მისტიური ამბავი. 

ასეთი უცნაური სურათი დახვდათ ახალი წლის დილას არკანზასის მოქალაქეებს. რასაც, ბუნებრივია მცირე პანიკა მოყვა. სამწუხაროდ, საქმეს ვერ უშველა ქუჩებში სპეციალურ კოსტუმებსა და აირწინაღებში გამოწყობილი ბიძიების გამოჩენამ. ამ ფაქტმა დაბნეული მოსახლეობა კიდევ უფრო დააფრთხო და სამყაროს აღსასრულზე აალაპარაკა. აქ საგანგაშო არაფერიაო, დაგვამშვიდეს თეთრკოსტუმებიანმა ბიძიებმა. როგორც ჩანს, ფრინველების სიცოცხლის ნაადრევად შეწყვეტაში წინა ღამით (31 დეკემბერი) გასროლილმა შუშხუნებმა ითამაშეს დიდი როლი. პირდაპირ რომ ვთქვათ, საწყალ გადამფრენ ჩიტებს ამ ხმაურისაგან გული გაუსკდათ. 
თითქოს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ უცებ, სად იყო და სად არა, იმავე შტატში მდინარეს სანაპიროზე 100 ათასამდე მკვდარი თევზი გამოაქვს. 


რა ჯანდაბა ხდება? 2012? თუ ეს?

2. ასტროლოგიური გაუგებრობა. ზოდიაქოს 13-ე ნიშანი? 


იანვრის დასაწყისში მინესოტელმა ასტროლოგებმა დაასკვნეს, რომ არსებული ცნობები თანავარსკვლავედთა განლაგების შესახებ დედამიწასთან მიმართებით მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. თურმე, როცა ჩვენ გვგონია მზე კუროს მე–9 სახლში იმყოფება, სინამდვილეში ის ვერძთანაა. ამ სკანდალურმა მიგნებამ ნიშნების პერიოდების განახლება გამოიწვია და შედეგად მივიღეთ ცხრილი, რომელიც ძალიან სწრაფად გავრცელდა ვებ–სივრცეში.

 
ახალ ცხრილში დამატებულია 13–ე ნიშანი 'Ophiuchus' (ველისმჭერი), რამაც საყოველთაო დაბნეულობა გამოიწვია. იმის გაცნობიერება, რომ შესაძლოა მთელი ცხოვრება სხვის ზოდიაქოს ნიშანს ატარებდი ყველაზე მტკივნეული ტატუს მფლობელთათვის აღმოჩნდა.

საბედნიეროდ, ძალიან მალე პატივსაცემმა ვარსკვლავთმჭვრეტელებმა საზოგადოებას შეახსენეს – ამ ამბავში ახალი არაფერია. ის, რომ ზოდიაქოს გამოთვლის ორი სისტემა არსებობს ოდითგანვე იყო ცნობილი. დასვლურ (ტროპიკულ / სეზონურ) ასტროლოგიაში არანაირი ცვლილება არ არის. არ იღელვოთ

3. ოსკარების რბოლა 

სოციალური ქსელი VS მეფის სიტყვა
   თუ ფიქრობთ, რომ ამერიკის კინოაკადემიის (ე.წ. პროფ-კავშირი, რომელიც  მსახიობთა, რეჟისორთა, სცენარისტთა და კიდევ ბევრი სხვა გილდიებისგან შედგება) მთავარი ჯილდოს – ოსკარის – გამარჯვებული ცერემონიის დღეს ვლინდება, არც ცდებით. შედეგები ამ ჯენტლმენებს მოაქვთ დალუქული კეისებით. მაგრამ რეალურად, ამას წინ უძღვის სტუდიების დახარჯული მილიონები და აქტიური კამპანია თვეების განმავლობაში. 
  იანვრის ბოლოსთვის ცნობილი ხდება ნომინაციები და იკვეთება ფავორიტები, რომლებმაც ამ რბოლაში სხვა ჯილდოების აკრეფვაც მოასწრეს. 
  დღევანდელი მდგომარეობით წინ 2 ნომინანტია  გაჭრილი. დევიდ ფინჩერის ფილმმა Facebook-ის შექმნის შესახებ  ჯერ კიდევ ეკრანებზე გამოსვლამდე მოიპოვა პოპულარობა, რასაც ორი პრესტიჟული ჯილდო (ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის –  ოქროს გლობუსი და კრიტიკოსთა ასოციაციის) მოჰყვა. სამაგიეროდ, იანვრის მეორე ნახევარი ტომ ჰუპერის მეფის სიტყვისთვის გამოდგა პროდუქტიული. ბრიტანული ფილმი ჯერ პროდიუსერთა, შემდეგ კი რეჟისორთა და მსახიობთა  გილდიების მიერ დაჯილდოვდა. რაც მნიშვნელობით ბევრად აღემატება ჟურნალისტთა და კრიტიკოსთა ქებას. თებერვალში  ნომინანტებისთვის ხმის მიცემის უფლება სწორედ გილდიების წევრებს ექნებათ. 
  წელს ბრიტანელები ამერიკაში დიდ ვნებათაღელვას იწვევენ. ოქროს გლობუსის დაჯილდოება ინგლისელმა წამყვანმა რიკი ჯერვეისმა სკანდალური მონოლოგით გახსნა, რომელმაც ბევრი დამსწრე ვარსკვლავი გააბრაზა. 
  მწარე ხუმრობების მოსმენა მოუწიათ ჯონი დეპსტომ კრუზს, ჩარლი შინს, მელ გიბსონს, ბრიუს უილისს, და სხვებს



4. ფრანგების სენსაციური გამოგონება. 3D თვალები? 

იანვარი კინო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი სხვა მხრივაც იყო. ფრანგი ფიზიკოსების ჯგუფმა შეიმუშავა რევოლუციური ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც 3D ეფექტის მიღწევა სპეციალური სათვალის ხმარების გარეშეც ხდება შესაძლებელი. 

თავად დარწმუნდით! 



აბა, დარწმუნდით?  
ძალიან კარგი. ასეც ვფიქრობდი. 

5. მამონტების მკვდრეთით აღდგენა. 


ახლა სრული სერიოზულობით. კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი აკირა ირატანი (რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, გუგლში ამ სახელის და გვარის ჩაწერისას მამონტების სურათებს ღებულობ) ცოცხალ მამონტთან შეხვედრის მოწყობას 2016 წლისთვის გვპირდება. იაპონელებს იმედი აქვთ, რომ  უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გადაშენებული ცხოველის გაყინული ქსოვილის კლონირებას წარმატებით შეძლებენ. 

პროცესი უკვე დაწყებულია
პირველი ნაბიჯი გაყინული დნმ–ს გადნობა და კვერცხუჯრედის განაყოფიერებაა, შემდეგ     საქმეში აფრიკული სპილო ერთვება, რომელმაც პატარა მამონტი მშვიდობიანად უნდა მოავლინოს დედამიწაზე. 

ერთი შეხედვით დროის და რესურსების ტყუილად ხარჯვაა. განსაკუთრებით  აფრიკული სპილოს დათანხმება იქნება შრომატევადი საქმე, მაგრამ რას ვიზამთ. წარმატებები ვუსრვოთ ბატონ აკირას და მის ჯგუფს.

6. ცრუ განგაში Facebook-ზე


იანვრის დასაწყისში სოციალური ქსელის მომხმარებლები პანიკამ მოიცვა. ამის მიზეზი გახდა ფიქტიური სტატია, რომელშიც ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საიტის დახურვაზე ლაპარაკობდა. სტატიის წარმომავლობასა და მის აბსურდულობას არავინ დაუკვირდა, რის შედეგადაც მივიღეთ უსაფუძვლო განგაში, რომელიც მხოლოდ ცუკერბერგისგან ჭორის საჯაროდ უარყოფის შემდეგ განიმუხტა. 
ისე, ფეისბუქის მოსალოდნელმა დახურვამ ყველა ადამიანი არ დაამწუხრა. მაგალითად ტომმა  ამ სასიხარულო ამბის აღსანიშნავად წვეულებაც მოაწყო. თუმცა სამწუხაროდ არავინ ესტუმრა. 

7.  საპროტესტო აქციები ეგვიპტეში. 


ამ წუთისთვის, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ქაიროს ქუჩებში აქციები კვლავაც გრძელდება. პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 30 წელია მართავს, პოსტის შენარჩუნებას ყველანაირი მეთოდით ცდილობს. ქალაქში შეზღუდულია ინტერნეტის მიწოდება და იბლოკება სატელეფონო კავშირი. ამავე დროს დიდია მსხვერპლის რაოდენობა, არმია სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. 
ცხადია, აქედან შორიდან ძნელია დასკვნების გამოტანა და ამას არც ვეცდები. 
უბრალოდ შემოგთავაზებთ ერთი ეგვიპტელის შთამბეჭდავ სიტყვას.



"We will not be silenced, whether you're a Christian or a Muslim, whether you're an atheist, you will demand your god damned rights, and we will have our rights, one way or the other! We will never be silenced!" 



და ბოლოს – ბონუსი – თვის ფოტო

ჯასტინ ბიბერის მორიგი გრანდიოზული კონცერტი. ყურადღება მიაქციეთ მამის გამომეტყველებას :)




5 comments:

  1. * – რომელი ერთი შემთხვევა ვიგულისხმე თქვენი აზრით?

    ReplyDelete
  2. მაგარია!.. თავის დასაკლიკებლებიანად.. უბრალოდ აჯობებდა ყველას თავის დასაკომენტებელი რო ქონდეს.. მოკლედ:
    1)ჩიტები ცოდოები არიან თანაც უცნაური ამბავია.. მაგრამ მე მითხრეს ავსტრალიაში მოხდაო.. როგორც ჩანს ქართველებს ახალ-წლებზე ავსტრალია და არკანზასი ერევათ..
    2)ეს ამბავი მოვისმინე ორჯერ.. ერთხელ წელს იანვრის დასაწყისში და ერთხელ 10 წლის წინათ.. ალბათ 10 წლის მერე ისევ აღმოაჩენს ვინმე.. ვინმე ესეთი:
    http://i53.tinypic.com/20syixe.jpg
    http://i55.tinypic.com/2lc9r45.jpg
    4)მაგარი კაცია! ეეჰ რატო მყავდა ფიზიკაში 2..
    5)აკირა საერთოდ სუპერმენია ჩემ თვალში.. და ისა უკაცრავად და დინოზავრები როდის გვეყოლება? : D
    6)ტომთან მე მივიდოდი დიდი სიხარულით!
    7)3 არ გამომრჩა უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა ისევე როგორც 7-ზე..
    ბონუსი: ეგ ალბათ ჯასტინის მამაა. + იხილეთ ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=r0hfg1htnM4

    ReplyDelete
  3. - და იქ ნეტა რას გულისხმობს?
    - ჰმმ.. რავი აბა.. მოვიდა 2011 წელი.
    - მერე რა?!
    - არაფერი.
    - აბა რას გულისხმობს?

    ReplyDelete
  4. აუ, რამხელა კომენტარი დავწერე და არ დაიპოსტა. გრრ. ვეღარ გავიმეორებ.
    მოკლედ, მეტისმეტად ვაქე და ვადიდე აქაურობა, და კიდე ერთი-ორი კარგი რაღაცაც მეწერა, რომ მეც კაი ტიპი გამოვჩენილიყავი:))))

    ReplyDelete
  5. ჰა აღარ იტყვი რას გულისხმობდი ;-)

    ReplyDelete