Saturday

ოსკარები 2011: 100%-ით ზუსტი პროგნოზები და ფსონები


  
      თქვენს წინაშეა ბლოგ–პოსტი, რომელშიც მეათე სიტყვა იქნება ბრჭყალებში ჩასმული "ოსკარი", დიდი ადგილი დაეთმობა წინასწარმეტყველებას, კინომცოდნეობის იმიტირებას და ასოებს. ამ ტექსტს ეყოლება დაახლოებით 50 მკითხველი (რომელთა 60% Google Chrome-ით სარგებლობს), თუმცა აქედან მხოლოდ 10 თუ დატოვებს კომენტარს. ერთი-ორი იმდენად მომენდობა, რომ შესაძლოა მომგებიანი ბილეთის შედგენაც არ დაეზაროს. შემდეგ მე ამ ადამიანს აღებული ფულის გაყოფას ვთხოვ, ის უარს მეტყვის და მე მეწყინება. თუმცა ეს სხვა პოსტის თემაა.

     მოკლედ, თუ აქამდე ვერ მიხვდით, ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზები შეეხება მეათე სიტყვას. თქვენ ისღა დაგრჩენიათ დამიჯეროთ, ან შესამოწმებლად 28 თებერვლის დილას – ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალს დაელოდოთ.

     ჰო, ცხადია ამ პროგნოზების გაცნობის შემდეგ თქვენთვის თავად ცერემონიალი ყოველგვარ ინტრიგას დაკარგავს, ასე რომ კარგად დაფიქრდით სანამ კითხვას გააგრძელებდით.



განმარტება: ამ პოსტს (ისევე, როგორც სხვა ყველაფერს) სრულიად პრაქტიკული მიზანი აქვს, რაც ფულის გაკეთებაა. 
იმათთვის, ვისთვისაც უცხოა ტოტალიზატორებში მიღებული კოეფიციენტების მინიჭების სისტემა, განვმარტავ – რაც უფრო ნაკლებია ნომინანტის შესაბამისი კოეფიციენტი, მით მეტია მისი გამარჯვების შანსი – თუმცა, ამ შემთხვევაში მოგებული ფული შედარებით ნაკლები იქნება. 
მაგალითად: ჩამოსული ფსონი კოლინ ფერტზე, რომელიც შეადგენს X პირობით ერთეულს (ლარს, დოლარს თუ იენას) გამრავლდება მის კოეფიციენტზე (1.02). 
ე.ი. თუ ფსონი = 2 ლარს, მოგება = 2 x 1.02 ანუ 2ლარი და 4 თეთრი.

* მოცემული კოეფიციენტები ეკუთვნის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბუკმეიკერო კანტორას უილიამ ჰილს

დავიწყოთ! 

1

საუკეთესო  მსახიობი მამაკაცი  (მთავარ როლში)


























ნომინანტები: 

  • ხავიერ ბარდემი – 51.00* – ესპანელი მსახიობი წარდგენილია ესპანურენოვანი ფილმისთვის, რაც ამ ნომინაციის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა და დიდ მოულოდნელობადაც ჩაითვალა. ბარდემისთვის, რომელსაც ოსკარი 2007-ში აქვს აღებული, წელს უცხოური ფილმების კატეგორიაში გამარჯვებაც  საკმარისი იქნება.
  • ჯეფ ბრიჯესი  – 34.00 – შარშანდელმა ტრიუმფატორმა წელსაც შთამბეჭადვი პერსონაჟი შექმნა ძმები კოენების ვესტერნში. თუმცა ამერიკელების უმრავლესობას ბრიჯესის აქცენტის (თუ ბურდღუნის) გაგება ისევე გაუჭირდა, როგორც ბარდემის ესპანურის. ასე რომ ნაკლებად სავარაუდოა "The Dude"-მა კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს.
  • ჯეიმს ფრანკო  – 21.00 – წლევანდელი ცერემონიის წამყვანი ენ ჰეთევეისთან ერთად. სწორედ ამ ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა ხმის მიმცემებზე. მაგრამ რეალურად რისი შანსიც საკმაოდ დაბალია. აი 1 აპრილს რომ ყოფილიყო დაჯილდოვება, მაშინ კიდევ ჰო. 
  • ჯესი აისენბერგი – 21.00 – ნომინირებულია ჟურნალი TIME-ს მიხედვით 2010 წლის ადამიანის მარკ ცუკერბერგის როლის შესრულებისთვის. რამდენიმე თვის წინ, სწორედ ის გახლდათ მთავარი ფავორიტი, მაგრამ მას შემდეგ რაც ყველა სხვა დაჯილდოვებაზე კოლინ ფერტთან დამარცხდა, ოსკარების ცერემონიალზე ყოველგვარი მოლოდინისა და მღელვარების გარეშე შუეძლია მივიდეს. 
ვინ გაიმარჯვებს?


კოლინ ფერტი – ფ-ფ-ფ-ფ-ანტასტიურად ასრულებს ინგლისის მეფის როლს, რომელსაც მ-მ-მ-მ-ეტყველების პრობლემები აქვს. გზად უკვე მოიგო ყველა შესაძლო ჯილდო. შეიძლება ვთქვათ, რომ კოლინ ფერტს ოსკარი ჯიბეში უდევს. ამაზე აღარავინ დაობს, განსხვავებული აზრი არ არსებობს. ეს ამბავი ცხადზე უცხადესია.

კოეფიციენტი – 1.02



2
საუკეთესო მსახიობი ქალი (მთავარ როლში)
























ნომინანტები: 
  • ნიკოლ კიდმანი  – 51.00 – თამაშობს უაღრესად დრამატულ და ამავე დროს უაღრესად მოსაწყენ ფილმში. ავსტრალიელი მსახიობი ბოლოს  2002 წელს იყო ნომინირებული და გაიმარჯვა კიდეც. თუმცა ამჯერად მას ფავორიტად არავინ მიიჩნევს. 
  • მიშელ უილიამსი – 51.00 – ამ გოგოზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ გამარჯვების შანსი არა აქვს. 
  • ჯენიფერ ლოურენსი – 26.00 – აი ეს კი ძალიან მაგარი გოგოა. თამაშობს ჩემი აზრით, წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში, თანაც ისე კარგად, რომ მასთან შედარებით ნატალი პორტმანის შავი გედი უგემოვნო სკოლის დადგმას ემსგავსება. (მოიცა, თუ ეგ ფილმი მართლა სკოლის ზეიმს გავს?) სამწუხაროდ ჰოლივუდში ზამთრის მარაგი ცოტას თუ აქვს ნანახი, შესაბამისად ჯენიფერ ლოურენსის გულშემატკივრობას აზრი არ ექნება. 
  • ანეტ ბენინგი – 8.00 – ვეტერანი ნომინანტი წარსულში 3 უშედეგო მცდელობით. ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ არც 2011 იქნება იღბლიანი წელი ანეტ ბენინგისათვის. თუმცა ზოგი ექსპერტის მიხედვით, აკადემია ზედიზედ მეორე წელი აღარ დაუჭერს  მხარს ახალგაზრდობას გამოცდილების წინააღმდეგ (შარშან სანდრა ბალოკმა  მერილ სტრიპი დაამარცხა). 
ვინ გაიმარჯვებს?


ნატალი პორტმანი – არ ვიცი, როგორ, მაგრამ ფაქტია, წელს ნატალიმ ჰოლივუდი დაიპყრო. ყველა მასზე ლაპარაკობს. და ის, რომ მსახიობს ჯილდოების მიღება ფეხმძიმეს უწევს, მხოლოდ ზრდის მის სცენაზე ასვლის შანსებს ოსკარების საღამოს. 

ძალიან სენტიმენტალური ამბებია.  

კოეფიციენტი – 1.06








3-4
საუკეთესო მსახიობები მეორეახირსხოვან როლებში


ნომინანტები

          მამაკაცი:                                                                                                
          ქალი:                                                                                                
 ვინ გაიმარჯვებს?

ელენა ბონემ კარტერი და ჯეფრი რაში – ორივე მეფის სიტყვიდან. არცერთი არ არის ფავორიტი თავის კატეგორიაში, მაგრამ თუ ჩემი პროგნოზი გამართლდა ეს ფილმი დიდი გამარჯვებული გამოვა. საკმაოდ სავარაუდოა ხმები გაიყოს Fighter-ის მხარდამჭერებს შორის, რაც მათ მთავარ კონკურენტებს (ბეილი, ლეო, ადამსი) ჩამოაცილებს. 

აი სად შეიძლება კარგი ფულის შოვნა! 
კოეფიციენტები: 4.50 x 8.00



5-6
საუკეთესო სცენარი ფილმისთვის: ადაპტირებული & ორიგინალური
ნომინანტები

         ადაპტირებული:

         ორიგინალური:


 ვინ გაიმარჯვებს?

ეს ის კატეგორიაა, რომელშიც დღის მთავარი ფავორიტები ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან. შესაბამისად, პროგნოზის გაკეთება უმარტივესია.                                                                                                                                                 ორიგინალური სცენარი – მეფის სიტყვა;           
ადაპტირებული – სოციალური ქსელი.

1.04 x 1.22





7

საუკეთესო რეჟისორი – ტომ ჰუპერი დევიდ ფინჩერის წინააღმდეგ


დღის მთავარი ინტრიგა: მეფის სიტყვის დომინაციის მიუხედავად ექსპერტები ამ ნომინაციაში ფავორიტად ისევ სოციალური ქსელის რეჟისორს მიიჩნევენ. მაგრამ თუ ეს ჯილდოც  ტომ ჰუპერმა მოიგო, მოგვიანებით მთავარი პრიზის გამოცხადება უბრალო ფორმალობად იქცევა. 

ნომინანტები:
 ვინ გაიმარჯვებს?

ტომ ჰუპერი – მეფის სიტყვა!

ამ ფილმის მიზიდულობის ძალა ჰოლივუდში იმდენად დიდია, რომ დევიდ ფინჩერის წარსულის დამსახურებები გზად ვერ გადაეღობება. 

აკადემიისთვის არჩევანი ასეთია:

ცინიკური, მშრალი, უემოციო ფილმი გამოკვეთილი დადებითი პერსონაჟის გარეშე, ებრძვის – ბრიტანული  სამეფო ოჯახის სენტიმენტალური ისტორიას, ფილმს ფსიქოლოგიური პრობლემის დაძლევაზე, მსახიოებების მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით. 



და მთავარი პრიზი: საუკეთესო ფილმი 
       საუკეთესო ფილმი ნომინანტები: 
  1. მეფის სიტყვა – 1.17
  2. სოციალური ქსელი – 5.00
  3. შავი გედი – 34.00
  4. რკინის სიმტკიცე – 41.00
  5. მებრძოლი – 51.00
  6. დასაწყისი – 61.0
  7. 8. 9. 10. – ბავშვები კარგად არიან, სათამაშოების ისტორია 3, ზამთრის მარაგი, 127 საათი – 101.00 




        ვინ გაიმარჯვებს?

რაღა თქმა უნდა – მეფის სიტყვა
და ამით დასრულდება ბრიტანული ფილმის სამეფო კორონაცია ოსკარებზე. 








         მაშ ასე! ჩემი 100% მომგებიანი ბილეთი ასე გამოიყურება:
  • 1.02 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მთავარ როლში – კოლინ ფერტი, მეფის სიტყვა
  • 1.06 – საუკეთესო ქალი მსახიობი მთავარ როლში – ნატალი პორტმანი, შავი გედი
  • 4.50 – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხობან როლში – ჯეფრი რაში, მეფის სიტყვა
  • 8.00 – საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში – ჰელენა ბონემ–კარტერი, მეფის სიტყვა
  • 1.04 – საუკეთესო ადაპტირებული სცენარი – სოციალური ქსელი
  • 1.22 – საუკეთესო ორიგინალური სცენარი – მეფის სიტყვა
  • 2.25 – საუკეთესო რეჟისორი – ტომ ჰუპერი, მეფის სიტყვა
  • 1.17 – საუკეთესო ფილმი – მეფის სიტყვა
       ფსონი – 10ლარი, სავარაუდო მოგება 10 x 130.8 = 1300 ლარი

       პ.ს. აბა, მენდობით? :)

____________________________________________________________________________________

განახლება – იმედია ბოლომდე არ მენდეთ! :)

მეფის სიტყვა – წლის საუკეთესო ფილმი
ტომ ჰუპერი – წლის საუკეთესო რეჟისორი
კოლინ ფერტი– წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

























რა შემეშალა:


ორი არაზუსტი პროგნოზი  – საერთო მიზეზით. მეგონა მეფის სიტყვის მიმზიდველობა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მთავარი პრიზის აღებასთან ერთად, ინერციით მეორეხარისხოვანი როლების ნომინაციებშიც გაემარჯვა. თუმცა ბრიტანული ფილმის ტრიუმფი შედარებით მოკრძალებული აღმოჩნდა (სულ 4 ოსკარი).

რა გამოვიცანი:

რეჟისორთა ბრძოლაში ტომ ჰუპერმა დევიდ ფინჩერი დაამარცხა, რაც შეიძლება ითქვას დაჯილდოების ერთადერთი მოულოდნელობა იყო. როგორც მე ვივარაუდე ფინჩერი – ფავორიტობისა და ძველი დამსახურებების მიუხედავად – ხელცარიელი დარჩა.

რაც ყველამ იცოდა:


გაიმარჯვა მეფის სიტყვამ. მაგრამ რეალურად, ამ გამარჯვების უკან ერთი კაცი დგას. ეს კაცი ჰარვი ვეინსტაინია – ვეტერანი პროდიუსერი, ოსკარების სპეციალისტი, ერთ დროს ჰოლივუდის ნამდვილი მეფე – რომელიც გუშინ კოდაკის თეატრში შურისძიების წყურვილით იყო მისული (შარშან ვეინსტაინის სტუდიის დაფინანსებული "უსახელო ნაბიჭვრებისთვის" ოსკარებმა წარუმატებლად ჩაიარა). მეფის სიტყვის გამარჯვება, განსაკუთრებით სოციალური ქსელის თავდაპირველი უპირატესობის გათვალისწინებით, ჰოლივუდში ჰარვი ვეინსტაინის დაბრუნებად შეფასდა.

2 comments:

  1. სანდო წყაროებიდან შევიტყვე რომ ლელა კაკულიას Black Swan-ზე აქვს გამაზული ხოლო მიხეილ ცაგარელი კი 28-ში ვარსკვლავების True Grit-ისათვის სასარგებლო განლაგებაზე მიგვითითებს. ასე რომ კარგად დაფიქრდით სანამ ლადოს ენდობით ;-)

    ReplyDelete
  2. გენდობით, გენდობით, სხვა რა გზა გვაქვს :)
    გენდობი - გეთანხმები ;))
    28 თებერვალს ალბათ ტრაფიკი გაეზრდება ბლოგს :))
    ბედნიერ 1300 ლარს გისურვებ!

    ReplyDelete