Sunday

თებერვლის შვიდეული

სულიერები

უსულოები










    
     ერთ მხარეს არიან: ქალი, კაცი, ბავშვი, კატა, ძაღლი, ყველა ძუძუმწოვარი, მწერი და ცოცხალი არსება.
     მეორე მხარეს: კომპიუტერი, მანქანა, რობოტი, მეტრონომი, მუამარ კადაფი, და ყველა სხვა ხელოვნურად შექმნილი მექანიზმი. 

მათი საუკუნოვანი მტრობა ცნობილია როგორც "კაცობრიობა მანქანების წინააღმდეგ". თუმცა, ვფიქრობ, პირველი ჯგუფის წევრების გაერთიანება სახელწოდება კაცობრიობის ქვეშ, დიდი უსამართლობაა სხვა დამსახურებული ცხოველების მიმართ.
თებერვალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამხელა როლის თამაში შეუძლიათ ფაუნის წარმომადგენლებს ამ ეპიკურ დაპირისპირებაში. 

  1. თახვი "ზაზუნა" VS მეტეოროლოგიური მოწყობილობები
  2. ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები VS სუპერ–კომპიუტერი უოტსონი
  3. ადამიანი VS E-mail
  4. კატა VS მეტრონომი
  5. გარი კასპაროვიVS ვის უნდა 20.000–ის კომპიუტერი
  6. ლიბიელი ხალხი VS მუამარ კადაფი
  7. რობოტი VS რობოტი


1. თახვი "ზაზუნა" VS მეტოროლოგიური მოწყობილობები
თახვის დღე
2 თებერვალს ამერიკასა და კანადაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აზრიანი დღესასწაული აღინიშნება. სამწუხაროდ,  იმისა გარდა რომ ეს ჩვენთვის ჩვეულება სრულიად უცხოა, ქართულ ენაში ამ პატივსაცემი მღრღნელისთვის შესაფერისი სახელიც კი ვერ მოგვიძებნია. 
იგი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობს და ალბათ თარგმნის პრობლემას არც არასოდეს შეგვიქმნიდა, რომ არა 1993 წელს გამოსული ფილმი (Groundhog Day). 
თარგმანში დაკარგული მღრღნელი

როგორც ჩანს, 90-ანი წლების საქართველოში ზაზუნა უფრო დადებითი იმიჯით სარგებლობდა, ვიდრე თახვი, ბრუცუნა, ლემინგი, მემინდვრია, თუ იმ დროისთვის ჩვენთვის ნაცნობი სხვა მღრღნელთა ოჯახები.

არადა, თუ თქვენ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრიხართ ზაზუნას, იგი ამ ჯენტლმენტში ნამდვილად არ აგერედოათ.

მოკლედ შევთანხმდეთ, მინიმუმ ამ ბლოგის ფარგლებში მას თახვს ვუწოდებ და ისე განვაგრძობ ამბის მოთხრობას.  



იმას ვამბობდი თახვის დღე ძალიან ჭკვიანური ზეიმობაა თქოდა თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ დღეს რამე კავშირი აქვს განმეორობითობასა და ციკლის დაძლევასთან (როგორც ეს ფილმში ხდება), 50%-ით ცდებითდღესასწაული ზამთრის გადაგორებას ეხება

საქმე იმაშია, რომ ჩვენი მეგობარი თახვი (ყველა არა, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკელი) ერთობ ღირსშესანიშნავი ნიჭით გამოირჩევა, მას ზამთრის დასასრულის პროგნოზირება შეუძლია
ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება, ყოველი წლის 2 თებერვალს თახვი სოროდან გამოდის. თუ ამ დროს მზიანი ამინდია, იგი საკუთარ ჩრდილს დაინახავს, რაც შეაშინებს და აიძულებს, უკან სოროში დაბრუნდეს. ესე იგი, ცუდი ამინდი კიდევ 6 კვირით გაგრძელდება. მაგრამ თუ ცა მოღრუბლულია, თახვი თამამად ამცნობს კაცობრიობას, რომ სულ მალე გამოიდარებს
დღესასწაულის დამცველები, რომლებიც  ყოველწლიურად უსაფრდებიან სოროებს, ამბობენ, რომ პროგრნოზების სიზუსტე ძალიან მაღალია ( 75%–90%). მეტეოროლოგებს ეს სასაცილოდაც კი არ ჰყოფნით და საპასუხოდ თავიანთი კვლევის მონაცემი მოჰყავთ (მხოლოდ 39%). 
საკითხავია ვის ვენდოთ: ახალ გაღვიძებულ მღრღნელს თუ თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკას.
მე პირველისკენ ვარ :)

2. ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები VS უოტსონი
სუპერ კომპიუტერი უოტსონი ჩემპიონებს ამარცხებს
IBM-მა მორიგი უნიკალური სუპერ-კომპიუტერი შექმნა, რომელიც ყველაზე მოაზროვნეა თავის ანალოგებში. უოტსონის ხელოვნური ინტელექტი იტევს მილიარდობით წიგნს, ჟურნალ–გაზეთების არქივებს და მთელ ვიკიპედიას. მას მეხსიერების პრობლემები არ აწუხებს და ამ ცოდნის გააქტიურება მომენტალურად შეუძლია. რაც ყველაზე შთამბეჭდავია, უოტსონს შეუძლია დაწერილი ტექსტის აღქმა. იგი ცნობს წინადადებათა კონსტრუქციებს და არც სლენგი აშინებს. 

14 თებერვალს უოტსონმა დიდი უპირატესობით დაამარცხა ინტელექტუალური თამაშის მრავალგზის ჩემპიონები და ამით ადამიანებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგი აღფრთოვანდა, ზოგს შეეშინდა, ორ წაგებულს კი შერცხვა.

3. ადამიანი VS E-mail 
მართალია კომპიუტერს ჯერ ჩვენს გარეშე არ დაუწყია წერილების შედგენა, მაგრამ ადამიანებს შორის კომუნიკაციაში მას საკმაოდ დიდი როლი უჭირავს. თითქოს რა შეიძლება მოჰყვეს ერთი მცდარი ღილაკის დაჭერას? – დიდი ტრაგედია!


4. კატა VS მეტრონომი
თუ დაფიქრდებით, კატა ძაღლისგან განსხვავებით არც ისე სახარბიელო ვითარებაშია ადამიანებთან ურთიერთობისას. მას მეგობრად იშვიათად მიიჩნევენ, პირიქით, სხვადასხვა კულტურებში 9 სიცოცხლიანი კატა, როგორც წესი, დათარსვასთან და უიღბლობასთან ასოციაცირდება (ძველ ეგვიპტელებსა და მარტოხელა მოხუც ქალებს არ ვგულისხმობ*). 
ამის მიუხედავად, ამ ისტორიულ დაპირისპირებაში კატამ ადამიანების მხარი დაიჭირა და ცივსისხლიან მეტრონომს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. უყურეთ. 

* – მგონი ამ პოსტის შემდეგ ბლოგის მკითხველთა 50% დავკარგე :( 
P.S. არაუშავს, ძველი ეგვიპტელების და მარტოხელა მოხუცი ქალების გარდა სხვებიც კითხულობენ ამას, ოთხნი არიან

5. გარი კასპაროვი VS ვის უნდა 20.000?
გარი კასპაროვი – გავრცელებული შეხედულებით ყველა დროის უძლიერესი მოჭადრაკე – პირველი ჩემპიონი იყო, ვინც   კომპიუტერის წინააღმდეგ ტიტულის
დაცვას დათანხმდა. კასპაროვმა 1997 წლამდე რამდენჯერმე შეძლო  კომპიუტერთან გამარჯვება, მაგრამ შემდეგ 6 რაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა. 


 

უნდა ვაღიაროთ, ჭადრაკის დიდოსტატს ქართული კომპიუტერის წინააღმდეგ დიდად არ გაჭირვებია. ამასთან ერთად, წამყვანი კასპაროვს ყოველ წუთას ახსენებდა, რომ იგი გენიოსი იყო. მოჭადრაკე კი ჩვეული სიდინჯით პასუხობდა შეკითხვებს, და ერთ-ერთი ასეთი პასუხის ძიებისას, ევროკავშირის ყველა წევრის ჩამოთვლაც (თანაც ორჯერ) არ დაზარებია. 
მოკლედ, გარი კასპაროვმა ქართულ ტელე-შოუში დიდი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, მაგრამ უკან რუსეთში უფრო სერიოზული მეტოქეები ელოდებიან. წარმატებები გარის. 

6. ლიბიელი ხალხი VS მუამარ კადაფი
მუამარ კადაფი – ცივსისხლიანი მონსტრი

კაცი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ხალხს ბომბავს 42 წლიანი დიქტატურის შესანარჩუნებლად.
კაცი, რომელიც აფინანსებს და პატრონობს ტერორისტებს მთელი მსოფლიოს გარშემო. 
რომელიც უცხოეთში ყოფნისას ცხოვრობს მხოლოდ სპეციალურად მისთვის გაშლილ კარავში და 
რომლის პირად დაცვას მეომარი ქალებისგან შემდგარი გვარდია წარმოადგენს. 
ვის სინდისზეც ათასობით ადამიანის სიცოცხლეა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით: 
ვერ იქნება... 
R.I.P. Muammar



7. რობოტი VS რობოტი
თვის ერთი შეხედვით (მხოლოდ ერთი) ყველაზე შთამბეჭდავი ამბავი: ოსაკაში რობოტების პირველი დამოუკიდებელი მარათონი დაიწყო. დაიწყო, ესე იგი, ჯერ არ დამთავრებულა. ორგანიზატორთა თქმით რობოტებს დარბაზში რამდენიმე წრის დასარტყამად 4–5 დღე მაინც დაჭირდებათ. 
და გაიმარჯვებს არა ყველაზე სწრაფი, არამედ ის, ვინც წაქცევის შემდეგ ფეხზე წამოდგომას მოახერხებს. 


2011 წელია და რობო–ინდუსტრია ასეთ დღეშია. გვეშველება რამე?

ბონუსი – თვის რეკლამა
რომელიც გვახსენებს, რომ არის უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ადამიანების, რობოტების თუ კომპიუტერების დაპირისპირება, და ეს – რა თქმა უნდა – მანქანაა. 


3 comments:

  1. ვიცი რა, რომ წამებში ჩვენამდე ზღვა ინფორმაცია მოდის (თანაც სხვადასხვანაირი - ბეჭდვითი, ვიზუალური, აუდიო, ვიდეო - სახით), სრულიად აღფრთოვანებული ვარ ინფორმაციის სელექციისა და მერე ამ ინფორმაციის ერთი - აქტუალური და გონებამახვილური - კონტექსტის (თუ კონცეფციის. რაღაც ბევრი "ც" და "ცია" მომივიდა, კომენტარში)ქვეშ გაერთიანების შენი უნარებით. რომ არაფერი ვთქვა, გადმოცემის სასიამოვნო, მსუბუქ და ირონიულ (თუ მსუბუქად ირონიულ ან უფრო სწორი იქნება - ირონიულად მსუბუქ) მანერაზე.
    !!

    ReplyDelete
  2. ჩემი აზრით სამყარო სამ ნაწილად იყოფა.. ერთ მხარეს არიან ცხოველები.. მეორე მხარეს ადამიანები.. მესამე მხარეს კი რობოტები, კომპიუტერები თუ მანქანები. მე რაც არ უნდა გავატრაკო მეორეთა რიცხვს მივეკუთვნები მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს! დაე მოღალატეთ ჩამთვალონ.. მე მაინც პირველების მხარეს ვარ.. ამაზეც ვიცი რას მეტყვიან, ჰე,ჰე ლომი ან ნიანგი რო შეგჭამს მერე ნახეო. მოკლედ სანამ ვინმეს შევუჭამივარ კიდევ ერთ ჩემ ნახატს დავდებ და თუ ყოველთვიურად შევძელი აქ ჩემი ნახატების თემატურად დადება მაშინ გამოდის საკმაოდ აქტუალურ-თანამედროვე-მხატვარი ვყოფილვარ http://i54.tinypic.com/bgb7rk.jpg
    P.S. ..და იმას არ გვეტყვი, რომელი ერთი შემთხვევა იგულისხმე იანვარში?

    ReplyDelete
  3. P.S. - მაგას მომავალი წლის იანვარში გავამხელ :)

    ReplyDelete