Saturday

7 ფილმი + 7 ბენდი = 7 კარგი საუნდტრეკი

















ენიო მორიკონე ( 'The Good, The Bad, and the Ugly'; 'Once Upon a Time in America'; 'The Legend of 1900'), თომას ნიუმენი ( 'American Beauty'; 'Scent of a Woman'; 'The Shawshank Redemption' ), ჰანს ციმერი ( 'The Lion King'; 'Gladiator'; 'Inception' ), ჯონ უილიამსი ( 'Schindler's List'; 'Home Alone'; 'Star Wars' ),  მაიკლ ჯაკინო ( 'Lost'; 'Star Trek'; 'Ratatouille' )  – ეს ბიძიები თავიანთი საქმის ოსტატები არიან, მაგრამ ჩემს სიაში მათი ადგილი არ არის.

შვიდეულში მოსახვედრად საჭირო იყო შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

  • მუსიკის ავტორი არ არის პროფესიონალი კომპოზიტორი. 
  • ფილმის სრული საუნდტრეკი შექმნილია მხოლოდ ერთი მუსიკალური ჯგუფის ან შემსრულებლის მიერ.

სიაში ამის გამო ვერ მოხვდა ზემოთ ნახსენები თუ ბევრი სხვა პატივცემული კომპოზიტორი. 

ასევე დაწუნებულ იქნა სხვადასხვა შემსრულებლებისგან შემდგარი საუნდტრეკები. 

რაც შეეხება ჯგუფ მგზავრებს და მუსიკას ქართული ფილმისთვის "ოცნების ქალაქი", როგორც ჩანს, ისინი მართლაც უსამართლოდ არიან დაჩაგრულნი სიის შემქმნელების მიერ. 

გაეცანით შესანიშნავს შვიდეულს და გამოხატეთ თქვენი (უ)კმაყოფილება კომენტარებში. 



7. ტრენტ რეზნორი & ატიკუს როსი – სოციალური ქსელი

როგორი საუნდტრეკი უნდა ჰქონდეს თანამედროვე, ტექნოლოგიური ეპოქის (მინიმუმ შემქმნელთა აზრით მაინც) განმსაზღვრელ  ფილმს? 

ტრენტ რეზნორს, რომელმაც სახელი მძიმე როკისა და მეტალის დაკვრით გაითქვა, ატიკუს როსთან თანამშრომლობით ფილმისთვის ბნელი ტონის უზრუნველყოფა დაევალა. 

შედეგად მიღებული ინსტრუმენტალური მუსიკა ფილმს მინიმალისტურ ფონს უქმნის. 

იმაში, რომ ფილმმა მოლოდინები ვერ გაამართლა რეზნორის დანაშაული ყველაზე ნაკლებია. ფინჩერს უკეთ რომ ემუშავა, ამ სცენის გარდა დასამახსოვრებელი ბევრად მეტი იქნებოდა. 



6. ნილ იანგი – მკვდარი 

ჯიმ ჯარმუშის 1995 წლის (ანტი-)ვესტერნი 'მკვდარი' – Dead Man – დღეს ჟანრის კლასიკადაა მიჩნეული და მისი ახლებურად ინტერპრეტირება არ წყდება. შავთ-თეთრი ფილმის შთამბეჭდავი სტილისტიკის, სიურრეალიზმის და ფსიქოდელიურობის ეფექტის მიღწევაში დიდი როლი აქვს საუნდს. 

ნილ იანგმა უკვე დამონტაჟებულ ფილმს უყურა და მხოლოდ შემდეგ ჩაწერა იმპროვიზებული სოლოები. საუნდტრეკში იანგის ელექტრო გიტარას ფილმიდან დიალოგის ნაწყვეტები ენაცვლება. 

ძნელია ცალკე აღიქვა, მაგრამ ალბათ სწორედ ფილმთან ჰარმონიულობა აძლევს მას საკულტო სტატუსს. 



5. Daft Punk – ტრონი: მემკვიდრეობა

ელექტრონული მუსიკის მამებისგან ნებისმიერი ახალი ნამუშევარი განწირული იყო წარმატებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დუეტმა ბოლო ალბომი 2005 წელს გამოუშვა. 

ლონდონის სიმფონიური ორკესტრთან სინთეზირებული ელექტრო მუსიკა, რომელიც ფილმისთვის იდეალურ ფონს ქმნის, საცეკვაოდ ალბათ არ გამოდგება, თუმცა მაინც, მაიკლ შინის პერსონაჟის მითითება Daft Punk-ისადმი ასეთია: 

"Electrify the boys and girls (if you'd be so kind)"




4. Chemical Brothers – ჰანა

ფილმში 14 წლის გოგოს – ჰანას – სერიულ მკვლელად ამზადებენ და ამისათვის მას სერიოზული წვრთნების გავლა უწევს. ეს უკვე საინტერესო ჩანს, ოღონდ სხვა არაფერი ვიცი, რადგან ფილმი ჯერ არ გამოსულა. მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ბრიტანელი ელექტრიკოსების Chemical Brothers–ის ადრენალინით სავსე  საუნდტრეკი ისედაც მშვენიერია. 

ტრენტ რეზნორისა და Daft Punk-ის მსგავსად ბრიტანული დუეტიც სერიოზულად მოეკიდა საქმეს და მიღებული შედეგიც შთამბეჭდავია. 

20 ტრეკისგან შემდგარ საუნდტრეკში რამდენიმე პოტენციური ჰიტია. ამ ფილმის ნახვა მარტო მუსიკის გამოც ღირს. 

აი ტიზერი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი სინთეზი იქნება საუნდსა და ვიზუალს შორის. 



3. Simon & Garfunkel – კურსდამთავრებული

დასტინ ჰოფმანი, მისის რობინსონი, აუზი, ცდუნება, ამბოხება... ფილმი კლასიკაა, საუნდტრეკი არანაკლები. 

პოლ საიმონმა და არტ გარფანკელმა ორი საყოველთაოდ პოპულარული ჰიტი შექმნეს.

'Sound of Silence' ჩემთვის გამორჩეულია. ყოველთვის განსაკუთრებული განცდებით ვუსმენდი 'დუმილის ხმას'. 

ასე რომ, დარწმუნებული ვარ ამ სიმღერას თქვენც აფასებთ (ნუ, თუ ალ ქაიდას წევრები არ ხართ)



2. ალან პრაისი – ო, იღბლიანო!

კიდევ ერთი საკულტო ფილმი, რომელშიც მუსიკა სიუჟეტის განუყოფელი ნაწილია. ლინდსი ანდერსონის 1973 წელს გადაღებულ 'ო, იღბლიანოს' მიიჩნევენ შავ კომედიად და ალეგორიულ სატირად კაპიტალისტურ საზოგადოებაზე. თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ და მერე რადაც გინდა იმად მიიჩნიეთ. 

გენიალური ფილმია და ამაში ალან პრაისის დამსახურება უდიდესია. მან მუსიკა ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებამდე დაწერა და სიმბოლურად, ფილმში პირველი სცენა სწორედ სიმღერის ჩაწერის პროცესია. 

ამას გარდა პრაისი და მისი ჯგუფის წევრები რამდენჯერმე ჩნდებიან ფილმში და სიუჟეტურ სცენებს შორის ჩასმული მათი სიმღერების ტექსტები დამატებითი შთამბეჭდავი კომენტარია. 

რამდენიმე სიმღერის ტექსტი ცალკე განხილვის ღირსია ( იხილეთ აქ ). 

Justice  
"We all want justice but you got to have the money to buy it
You'd have to be a fool to close your eyes and deny it."
Poor People 

"Poor people stay poor people
And they never get to see

Someone's got to win in the human race
If it isn't you, then it has to be me.

"
O lucky Man
"If you have a friend on whom you think you can rely you are a lucky man
if you've found the reason to live on and not to die you are a lucky man
preachers and poets and scholars dont know it
temples and statues and steeples wont show it
if you got the secret then try not to blow it stay a lucky man
If you found the meaning to the truth in this old world you are a lucky man."



1. Air – ქალწულთა თვითმკვლელობები

და პირველი ადგილი – სოფია კოპოლას მუსიკალურ გემოვნებას. ( ასევე არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ ტარანტინოს, დენი ბოილს, პოლ ტომას ანდერსონს, ვუდი ალენს და სხვა ჯიგრებს, მაგრამ ისინი ერთ შემსრულებლებს არ მინდობიან და ამიტომაც დაკარგეს ადგილი შვიდეულში ) 

ფრანგული დუეტი Air იდეალურად იჭერს ფილმის ხასიათს და არაჩვეულებრივ ალბომს ქმნის, რომელიც თვითმკვლელ თინეიჯერებს რომ მოვცილდეთ, ისედაც ძალიან მაგარია.

Dirty Trip და Ghost Song უცნაურ, ჟრუანტელის მომგვრელ განწყობაზე გაყენებს, Dead Bodies საგიჟეთში გიშვებს, თუ რაღაც მომენტში სუიციდი მიმზიდველი ხდება* (Cemetary Party), მალე რომანტიკას სიცოცხლეში პოულობ (Highschool Lover, Playground Love). 

მოკლედ ეს არის ალბომი, რომელიც გიცვლის განწყობას, ტვინს გირევს და რაღაცის გაკეთებისკენ გიბიძგებს (ჩემთვის ამ პოსტის დაწერის მოტივატორი იყო). 


* გაფრთხილება: ამ ბლოგის შემქმნელს აზრადაც არ მოსვლია რამენაირი ფორმით წაახალისოს სუიციდური მისრაფებანი. გთხოვთ არავითარ შემთხვევაში არ გაიმეროთ სახლში (ან გარეთ) ზემოთ ნახსენები აქტი. გარდა იმისა, რომ პოსტის ავტორს სინდისი შეაწუხებს, ბლოგს დააკლდება მკითხველი (ამ მომენტისათვის სულ ექვსნი არიან), რაც არავის ინტერესებში არ შედის. ასე რომ, დარჩით დედამიწაზე. 




4 comments:

  1. http://i54.tinypic.com/2ro4wae.jpg ; )

    ReplyDelete
  2. ნონო, რას უსმენს ეგ კაცუნა?

    მაქ 2001 წელი თუა, მგონი დიდი შანსია 1 წლით ადრე გამოსულ Air–ის ალბომს უსმენდეს, არა? :)

    ReplyDelete
  3. Mshvenieria! :) Pirvel adgilze ar shemidzlia ar dagetanxmo :)

    * გაფრთხილება :))))))))))

    ReplyDelete
  4. ეგრე იყოს :-)

    ReplyDelete