7 საუკეთესო მუსიკალური ვიდეო

შემდეგი ვიდეოკლიპები შერჩეულია რიგი ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელთაგანაც უმეტესი, ეყრდნობა მხოლოდ ჩემს სუბიექტურ გემოვნებას. ასე რომ უბრალოდ მენდეთ და ისიამოვნეთ. 

7. ერთი უინტერესო ფილმის ტრეილერი, რედიოჰედის Creep-ის საინტერესო 'ქავერით'. ჩავთვალოთ, რომ ეს ვიდეო სიმღერის კლიპია.

6. კატა, რომელიც ძაღლს გაურბის... მანქანით! ბრწყინვალეა.

5. სიურრეალისტური ბარი მომავლის სამაგიდო თამაშებით.  

4. მთვრალი გოგოები, ბიჭები, ძაღლები? რაა? დაასხი ჯობია.

3. წლის WTF ავადმყოფური კლიპი. East Side? West Side? არა ZEF SIDE! 

2. სპაიკ ჯონზმა იცის თავისი საქმე. სიუჟეტი შეიძლება ოდნავ ბუნდოვანი იყოს, მაგრამ მაინც სასიამოვნო საყურებელია.
 

1. ორიგინალური ვიდეო იუმორის საკმარისზე მეტი დოზით. სიმღერასაც არა უშავს. 

ბონუსი
დისნეის ფიფქია 7 მეშახტესთან ერთად – ახლებური ჟღერადობით.

2 comments:

  1. ნამდვილად კარგია პირველი!..
    I wanted love, I needed love,
    Most of all, most of all..
    მეორეს რაც შეეხება სპაიკ ჯონზმა როგორც ჩანს პატარა ფილმი გადაიღო.. მეოთხეც კაი იყო, რაღაც ბუნებრივი არეულობა მომეწონა.. მაგრამ აი მესამე საერთოდ ძალიან მაგარია! Super Freak Estethic ცოლ-ქმარი არიან! თუ დაგაინტერესათ გირჩევთ მათი Evil Boy იხილოთ : )

    ReplyDelete
  2. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, და მოკლედ, ერთობ სასიამოვნო ნახევარი საათი და 9 წამი გავატარე, არითმეტიკა თუ არ მღალატობს და კავკაზუს ონლაინს დედას რომ რა ვუთხარი-ს მიუხედავად.: )ჰო, და მე-6-ს არ გამოყოფა, ჩემი მხრიდან, არაადეკვატური იქნებოდა.: )

    ReplyDelete