Saturday

7 ფილმი + 7 ბენდი = 7 კარგი საუნდტრეკი

















ენიო მორიკონე ( 'The Good, The Bad, and the Ugly'; 'Once Upon a Time in America'; 'The Legend of 1900'), თომას ნიუმენი ( 'American Beauty'; 'Scent of a Woman'; 'The Shawshank Redemption' ), ჰანს ციმერი ( 'The Lion King'; 'Gladiator'; 'Inception' ), ჯონ უილიამსი ( 'Schindler's List'; 'Home Alone'; 'Star Wars' ),  მაიკლ ჯაკინო ( 'Lost'; 'Star Trek'; 'Ratatouille' )  – ეს ბიძიები თავიანთი საქმის ოსტატები არიან, მაგრამ ჩემს სიაში მათი ადგილი არ არის.

შვიდეულში მოსახვედრად საჭირო იყო შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

  • მუსიკის ავტორი არ არის პროფესიონალი კომპოზიტორი. 
  • ფილმის სრული საუნდტრეკი შექმნილია მხოლოდ ერთი მუსიკალური ჯგუფის ან შემსრულებლის მიერ.

სიაში ამის გამო ვერ მოხვდა ზემოთ ნახსენები თუ ბევრი სხვა პატივცემული კომპოზიტორი. 

ასევე დაწუნებულ იქნა სხვადასხვა შემსრულებლებისგან შემდგარი საუნდტრეკები. 

რაც შეეხება ჯგუფ მგზავრებს და მუსიკას ქართული ფილმისთვის "ოცნების ქალაქი", როგორც ჩანს, ისინი მართლაც უსამართლოდ არიან დაჩაგრულნი სიის შემქმნელების მიერ. 

გაეცანით შესანიშნავს შვიდეულს და გამოხატეთ თქვენი (უ)კმაყოფილება კომენტარებში. 


Sunday

თებერვლის შვიდეული

სულიერები

უსულოები










    
     ერთ მხარეს არიან: ქალი, კაცი, ბავშვი, კატა, ძაღლი, ყველა ძუძუმწოვარი, მწერი და ცოცხალი არსება.
     მეორე მხარეს: კომპიუტერი, მანქანა, რობოტი, მეტრონომი, მუამარ კადაფი, და ყველა სხვა ხელოვნურად შექმნილი მექანიზმი. 

მათი საუკუნოვანი მტრობა ცნობილია როგორც "კაცობრიობა მანქანების წინააღმდეგ". თუმცა, ვფიქრობ, პირველი ჯგუფის წევრების გაერთიანება სახელწოდება კაცობრიობის ქვეშ, დიდი უსამართლობაა სხვა დამსახურებული ცხოველების მიმართ.
თებერვალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამხელა როლის თამაში შეუძლიათ ფაუნის წარმომადგენლებს ამ ეპიკურ დაპირისპირებაში. 

Saturday

ოსკარები 2011: 100%-ით ზუსტი პროგნოზები და ფსონები


  
      თქვენს წინაშეა ბლოგ–პოსტი, რომელშიც მეათე სიტყვა იქნება ბრჭყალებში ჩასმული "ოსკარი", დიდი ადგილი დაეთმობა წინასწარმეტყველებას, კინომცოდნეობის იმიტირებას და ასოებს. ამ ტექსტს ეყოლება დაახლოებით 50 მკითხველი (რომელთა 60% Google Chrome-ით სარგებლობს), თუმცა აქედან მხოლოდ 10 თუ დატოვებს კომენტარს. ერთი-ორი იმდენად მომენდობა, რომ შესაძლოა მომგებიანი ბილეთის შედგენაც არ დაეზაროს. შემდეგ მე ამ ადამიანს აღებული ფულის გაყოფას ვთხოვ, ის უარს მეტყვის და მე მეწყინება. თუმცა ეს სხვა პოსტის თემაა.

     მოკლედ, თუ აქამდე ვერ მიხვდით, ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზები შეეხება მეათე სიტყვას. თქვენ ისღა დაგრჩენიათ დამიჯეროთ, ან შესამოწმებლად 28 თებერვლის დილას – ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალს დაელოდოთ.

     ჰო, ცხადია ამ პროგნოზების გაცნობის შემდეგ თქვენთვის თავად ცერემონიალი ყოველგვარ ინტრიგას დაკარგავს, ასე რომ კარგად დაფიქრდით სანამ კითხვას გააგრძელებდით.


Sunday

იანვრის შვიდეული

იანვარი

  ალბათ 
  ყველა მოუთმენლად ელით გაიგოთ თუ რა მოხდა ამ თვეში საინტერესო ჩვენს მარად ცვალებად და გლობალიზებულ სამყაროში. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამყარო დიდად არც შეცვლილა (ერთ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით*). კი, ინტერნეტი კარგი გამოიგონეს, მაგრამ მასში უფრო მეტი ნაგავია, ვიდრე ჩემს recycle bin-ში. ამიტომაც, სამწუხაროდ ხშირად თქვენ  ჩამორჩებით მოვლენების განვითარებას ვებ სივრცეში. ისევ ვხუმრობ, ამაში სამწუხარო არაფერია.
  თუმცა
  ამიერიდან თქვენ  ეს საიტი გაქვთ (რომელიც სინამდვილეში საიტი არცაა). ე.ი. შეგიძლიათ თვის ბოლომდე ინტერნეტში აღარც შეხვიდეთ ხოლმე. არა, მართლა, რაღა დაგრჩენიათ? აი იანვარიც მთავრდება და მე მოგიყვებით თუ რამე მოხდა საინტერესო. თებერვალშიც ასე იქნება, აპრილშიც...
  მოკლედ
  წარმოგიდგენთ იანვრის თვის 7 გამორჩეულ ისტორიას. საინტერესო არაფერია, მაგრამ მაინც წაიკითხეთ. იმიტომ რომ კითხვა ყველამ იცით. არ ვხუმრობ. (თუ კი?)

  1. ციდან ჩამოცვენილი მკვდარი ფრინველების მისტიური ამბავი. 
  2. ასტროლოგიური გაუგებრობა. ზოდიაქოს 13-ე ნიშანი?
  3. ოსკარების რბოლა.
  4. ფრანგების სენსაციური გამოგონება. 3D თვალები? 
  5. მამონტების მკვდრეთით აღდგენა. 
  6. ცრუ განგაში Facebook-ზე.
  7. საპროტესტო აქციები ეგვიპტეში.

Tuesday

7. 4321

ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. – ძაან საკაიფო ექშენ-ტრილერი ტარანტინოს და გაი რიჩის სტილში, ოღონდ...

      რა ასწორებს?
  • ბრიტანული იუმორი
  • სლენგი
  • მონტაჟი
  • სექსები და ჩხუბები
  • ზანგი ლესბოსელი კარატისტი 
  • ემა რობერტსი რომელიც ჯულია რობერტსის ძმის (ერიკის) შვილია.  
  • ბრაზილიური ოჯახი
  • საშინელი საუნდტრეკი – ტრიპ-ჰოპ, თრეში – უხდება ფილმს :)


Reservoir Dogs გოგოების შესრულებით
                  რა ტეხავს?
  • პირველი გოგოს ისტორია ცოტა მოსაწყენია. არაუშავს, მერე გამოსწორდება.
  • წითელი ბმვ-ს პატრონი
  • "მარიაჟი" მსახიობი-რეჟისორი, რომლის პერსონაჟს სულ აქებენ. 
  • ახალი ამბების MTV-დან გაგება
  • დასასრული
ეს მოკლე ტრეილერი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დაინტერესდეთ. 

6. Somewhere

 ფილმი ჰოლივუდელ ცუდ ბიჭზე, სოფია კოპოლას დამახასიათებელ სტილში. "თარგმანში დაკარგულნი", ოღონდ ტოკიოს ეგზოტიკის გარეშე და ხაზგასმული მინიმალიზმით. 

      რა ასწორებს?

  • მინიმალიზმი – დაწყებული პირველი კადრიდან, ფილმის ბოლომდე. 
  • სტივენ დორფი რომლის პერსონაჟიც ახალგაზრდა ბილ მიურეია თარგმანში დაკარგულებიდან. 
  • ტყუპები ფლეიბოიდან "ბოძზე ცეკვის" (pole dancing) ორი სრული ნომრით. 
  • შავი ფერარი 360 მოდენა და მისი ძრავის გრიალი. 
  • საუნდტრეკი, განსაკუთრებით Strokes-ის I'll try anything once. 
  • საგრიმიოროს სცენა – დამაბერებელი ნიღბის გაკეთება, რაც დარბაზში გულუბრყვილო მაყურებლისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 
  • ნიჭიერი Elle Fanning
  • ოპერატორული ნამუშევარი. 
  • აუზის სცენა
  • იტალიელები. 

      რა ტეხავს?
  • იგივე მინიმალიზმი, რომელიც მომენტებში საკმაოდ მომაბეზრებელი ხდება. 
  • მონოტონურობა.
  • კრის პონტიუსი Jackass-იდან რომლის კეთილი ბიძია პედოფილის ასოციაციების გიჩენს. 
  • საკმაოდ გაცვეთილი თემა. 
რეალურად ფილმს სიუჟეტური ხაზი არც აქვს. მაყურებელზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა გადმოცემის სტილს, და თუ როგორ აღიქვამს კოპოლას იდეებს. 
ვენეციის კინოფესტივალის ჟიურიმ ტარანტინოს მეთაურობით ამ კინოს მთავარი პრიზი გადასცა. მე ვენდობი ტარანტინოს (მიუხედავად იმისა, რომ სოფია კვენტინის ექს–გერლფრენდია).  

ტრეილერი (რომელიც შეიძლება უფრო მაგარიც იყოს ვიდრე მთლიანი ფილმი) 


5. Winter's Bone

ერთი შეხედვით მოსაწყენი სიუჟეტი, დაბალი რიტმით. თუმცა მოვლენების განვითარებასთან ერთად  შეუძლებელი ხდება ამ ისტორიის უემოციოდ აღქმა.  წლის ყველაზე დრამატული ფილმი. 
      რა ასწორებს?
შთამბეჭდავი Jennifer Lawrence
ამ როლით ოსკარს იმსახურებს.

  • 17 წლის გოგო, რომლის გამბედაობისაც (ასევე სიმტკიცის, თავდაჯერებულობის, სიმამაცის, და ა.შ.)    კლინტ ისტვუდის პერსონაჟებსაც შეშურდებოდათ ძველი ვესტერნებიდან. 
  • ინტრიგა. მისტიური გარემო. 
  • მთიანი ამერიკის კრიმინალური გარჩევები
  • რიგითი ამერიკელი ფერმერები (და მათი აქცენტები) 
  • ზომიერება (რეჟისორი ოჯახურ ტრაგედიაზე ხელოვნური აქცენტის გაკეთებით არ სპეკულირებს) 
  • მსახიოებების დამაჯერებლობა 
  • დათოვლილი მთები
  • თხუნელები


 17 წლის ოჯახის უფროსი პატარა და-ძმას თხუნელებზე ნადირობას ასწავლის.

     რა ტეხავს
  • ფილმის შემქმნელებმა კარგად იზრუნეს ჯენიფერ ლოურენსის მომხიბვლელობის დამალვაზე. თითქმის ყველა კადრში მას სქელი ქურთუკი აცვია და თავზე ქუდი აქვს ჩამოფხატებული.  
  • თხუნელების გატყავების სცენა (თუმცა მესმის, რომ სიუჟეტის განუყოფელი ნაწილია)
  • დაბალი ტემპო-რიტმი – ალბათ, ესეც საკმაოდ ბუნებრივია ფილმის ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ ბევრისთვის შესაძლოა დამღლელი აღმოჩნდეს. 

   
    ისეთი ფილმია, უნდა [შე]იგრძნოთ.

 

Monday

4. Kick-Ass

     
ეპიკური პაროდია სუპერ-გმირებზე, განგსტერებზე, კლიშეებზე და ზოგადად პოპ-კულტურაზე. დაივიწყეთ მორალი და პოლიტ-კორექტულობა. არცერთ სხვა ფილმში არ ხოცავს 11 წლის გოგო მტრებს ისე, როგორც აქ. 
      რა ასწორებს?

Big Daddy: Tool up, honey bunny. It's time to get bad guys.
  • ყოველი სცენა Chloe Moretz-ის მონაწილეობით. – ფანტასტიკაა. კვენტინ! – მიხედე ამ გოგოს. 
  • ჩხუბების და წამების სცენები – უმაღლეს დონეზე. 
  • ნიკოლას კეიჯი – ყოფილი პოლიციელის როლში, რომელიც ქალიშვილს დაბადების დღეზე იარაღს ჩუქნის.
  • ეფექტური საუნდტრეკი. Prodigy + Ennio Morricone. 
  • სწრაფი, ძალიან სასაცილო დიალოგები.
  • არაეთიკური ხუმრობები.
  • სუპერმენი, რომელიც შეკვეთებს Myspace-ზე იღებს.  

I am Kick-Ass! ( I'm also not gay! )
     რა ტეხავს?
  • სცენები სადაც ნაკლები სისხლია. 
  • ამერიკელი თინეიჯერები.
  • Kick-Ass ქართულად რო არ ითარგმნება.
  • Kick-Ass-ის მწვანე კოსტუმი.
  • პოსტერი. 







Hit Girl: Show's over, motherfuckers!
"Okay you cunts. Let's see what you can do now." 



3. Never Let Me Go

ინგლისურენოვანი იაპონელის მწერლის კაზუო იშიგუროს რომანის ეკრანიზაცია. 2005 წელს დაწერილი Never Let Me Go ჩემი აზრით შედევრია, TIME-ის შეფასებებით – XXI საუკუნის საუკეთესო ნაწარმოები. წლევანდელ ფილმსაც არა უშავს.

      რა ასწორებს
  • სიუჟეტი 
  • მითოლოგია
  • მისტიკა
  • სასიყვარულო სამკუთხედი
  • და ყველაფერი ის, რისი გადმოცემაც ძნელია spoiler-ის გარეშე. 
  • 3 ერთმანეთზე ნიჭიერი  ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი. 
ისინი პირველად არიან რესტორანში. რატომ? – უყურეთ კინოს და გაიგებთ.


Andrew Garfield - The Social Network-ში ასრულებს ერთადერთი დადებითი პერსონაჟის როლს. მომავალი სპაიდერმენია.
Carey Mulligan - შარშანდელი ოსკარის ნომინანტი და მომავალი Eliza Doolittle – My Fair Lady-ს           ამერიკული რიმეიქისთვის.
და Keira Knightley – ულამაზესი ინგლისელი მსახიობი. ყოფილი მეკობრე და მომავალი ჩემი ცოლი.


რა ტეხავს?  
  • წიგნთან შედარებით, პერსონაჟების მოტივაცია, ხასიათები არც ისე ცხადადაა გადმოცემული. 
  • არასაკმარისად შოკისმომგვრელია.   
მოკლედ, გასაგებია, რომ რეჟისორი ვერასდროს მოახდენს ორიგინალის ზუსტ ტრანსფორმირებას, მაგრამ, ჩემი აზრით, ფილმს ბევრი რამ აკლია. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ყურება მაინც ღირს. თავად განსაჯეთ. 
















































    Sunday

    2. INCEPTION

    კრისტოფერ ნოლანი გვაკარგვინებს რეალობის აღქმას და  ფილმის დასრულებასთან ერთად ლიმბოში გვტოვებს*. 

         რა ასწორებს
    • სიზმრები & სიზმარში ნანახი სხვა სიზმრები 
    • ლეო დი კაპრიო
    • ფიზიკის კანონების დანგრევა
    • ედიტ პიაფის Non, je ne regrette rien
    • შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტები
    • ჰანს ციმერის მუსიკა
    • აი ის გოგო ჯუნოდან და ის ბიჭიც
    • პენროუზის კიბეების პარადოქსი
    • რამდენიმე კარგი ხუმრობა
    • ლიმბო  
    • ციბრუტი
    • mind-fuck
    • დასასრული


         რა ტეხავს
    • აი ის გოგო ედიტ პიაფს რო თამაშობს სხვაგან
    • ცოტა მოსაბეზრებელი love-story
    • სიზმრების ზედმეტად ლოგიკური განვითარება




         * ლიმბოში  –  დაუკმაყოფილებლობის განცდით,  მომხდარის გაუცნობიერებლობად,  გარიყულად დარჩენა.